ავტორი:

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

სპორტული ჟურნალისტი და რადიოწამყვანი გიორგი ზურაბიშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ნიკოლოზ ბასილაშვილს პირადად იცნობს, ჩოგბურთელის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ახლა ჩემ აზრს მოგახსენებთ ბასილაშვილის თემასთან დაკავშირებით და იმედია, ანათემას არ გადამცემთ:

თავიდან იმით დავიწყებ, რომ ვფიქრობ, ქართველმა ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ არასწორი სამიზნე შეარჩიეს. მესმის, რომ მოძალადე ქმრების მხილებისთვის ხელსაყრელი ქეისია, რადგან ცნობილ ადამიანთან გვაქვს საქმე, უბრალოდ, ეჭვი მაქვს ეს შემთხვევა თანასწორობისთვის ბრძოლის საერთო საქმეს არ წაადგება.

ბასილაშვილს პირადად ვინცობ და მენტალურად ალბათ ყველაზე არა ქართველი სპორტსმენია, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია. მოგეხსენებათ, ბავშობიდან ამ სფეროში ვმუშაობ და ძალიან ბევრ სპორტსმენთან მქონია შეხება. ბასილაშვილზე კი ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ზედმეტად ბუნჩულა, ცოტა ფლეგმა ადამიანია. არა ტიპური ქართველია ნამდვილად და თანაც ძალიან ზრდილობიანი პიროვნებაა. ზოგადად მგონია, რომ ადამიანების ამოცნობა არ მეშლება და არ მგონია ნიკას შემთხვევაშიც ვცდებოდე. არ გავს ის ჩემთვის მოძალადე ადამიანს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არაფერს გამორიცხავს. მესმის, რომ 90% შემთხვევებში ქალი არის მსხვერპლი და კაცი არის მოძალადე. ისიც ფაქტია, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემა საქართველოში ძალიან მწვავედ დგას. უბრალოდ რა ვქნა, ეს მართლა ის შემთხვევა მგონია, როდესაც ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი არის თავად სპორტსმენი. თქვენ ხომ პირიქით გგონიათ და ბრალდების პირველი დღიდან მიწაში ჩადეთ ნიკა და მე ინტუიცია ამ შემთხვევაში საპირისპიროს მკარნახობს, უბრალოდ სანამ სიმართლე არ გაირკვევა, რა თქმა უნდა, ვერაფერზე თავს ვერ დავდებ, ჩემ აზრს გიზიარებთ მხოლოდ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენი კონფლიქტის, საჩივრის და შემაკავებელი ორდერის მერე, ბასილაშვილს უნდა ცოდნოდა, რომ არაფრის დიდებით თავის ყოფილ ცოლს ხელით არ უნდა შეხებოდა, მითუმეტეს, თუ ფულის გამოძალვის მიზნით ხდებოდა ეს პროვოკაციები. არანაირი ლოგიკით ხელი არ უნდა დაეტყა, თუმცა თუ მაინც ასე მოხდა და ამ საქციელით ბასილაშვილმა მთელი თავისი რეპუტაცია და კარიერა წყალში გადაყარა, ძალიან სულელი ბიჭი ყოფილა, მეტს ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, თუ ასე მოხდა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ზოგადად ძალადობას არ აქვს გამართლება და პროვოკაცია მას არ ამართლებს, როგორი ცუდი პროვოკაციაც არ უნდა იყოს. თუ ასეა, ნიკამ პირნათლად უნდა მოიხადოს სასჯელი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც სასჯელს მოიხდის და გარეთ გამოვა, ისევ არ ვუგულშემატკივრებ და მისი წარმატება არ გამიხარდება. დანაშაულისთვის ადამიანმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მთელი ცხოვრება ამის გამო მისი დამუნათება არ მგონია სწორი.

პოლიტიკოსებს თუ უნდა მივუტევოთ ძველი ცოდვები, ყოფილ მკვლელებს თუ უნდა ვაპატიოთ და თანამედორვე საზოგადოებაში მივიღოთ, არც ეს მგონია პრობლემა, რომ ბასილაშვილს ვაპატიოთ ასეთი საქციელი, მას მერე თუ დაუმკიცდა და სასჯელს მოიხდის, რა თქმა უნდა.

ისე მოძალადე კაცებს თუ ეძებთ სპორტიდან დიდად შორს წასვლა არ არის საჭირო. განსაკუთრებით ძალისმიერი სპორტის სახეობებს რომ გადახედოთ, ან თუნდაც არა ძალისმიერს, ასეთი ადამიანების პოვნა არ გაგიჭირდებათ. სამწუხაროდ, საქართველოში სპორტსმენების უდიდეს ნაწილს ჭკუა არ მოეკითხება და არც დიდად სწორი ფასეულობებით გამოირჩევიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და სამწუხაროდ, საღად მოაზროვნე სპორტსმენი ძალიან იშვიათად შემხვედრია.

შორს რომ არ წავიდეთ, სულ ცოტა ხნის წინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა დღისით, მზისით, კამერების წინ, საქართველოს ნარკების კაპიტანი ბლაგვი საგნით დაასისხლიანა და კანონით დასჯაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ეს ადამიანი დღემდე ფედერაციას მართავს. ისიც მახსოვს ამ ძალადობას მერე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ოლიმპიური ჩემპიონები როგორ ამართლებდნენ - რა მოხდა, ეგრე ჩვენც ვძალადობთ, როდესაც ტატამზე ვჭიდაობთო. რაღაც არ მახსოვს ამ და კიდევ ბევრ სხვა შემთხვევას საზოგადოების მხრიდან ადერკვატური რეაქცია ჰქონოდა, თუნდაც დღეს რომ ისტერიკაში არიან იმ ადამიანების მხრიდან. თუ მარტო ქალის ცემა არის ძალადობა და კაცის ცემას არაუშავს?

ორმაგი სტანდარტი ძალიან ხშირად რომ გვაქვს, თუ აფიქსირებთ, და მხოლოდ იმ საკითხებზე ვრეაგირებთ, რაც კონკრეტულად ინდივიდუალურად ჩვენთვის არის პრიორიტეტული? ეს სერიოზული პრობლემაა. უდანაშაულობის პრეზუმციაც (ეს სიტყვა უკვე მეზიზღება) მარტო მაშინ გვახსენდება, როდესაც ჩვენ ფავორიტ პოლიტიკოსს თუ ადამიანს ეხება ბრალდება და თანაბრად ყველაზე რომ უნდა ვრცელდებოდეს, ეს გვავიწყდება. ესეც ორმაგი სტანდარტია და ასე შორს ვერ წავალთ.

მოკლედ ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა თავისი გადმოსახედიდადნ უყურებს მოვლენებს. სანამ სასამართლო საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს, ზუსტი სიმართლე მანამდე არ გვეცოდინება. ზოგადად კარგი იქნება თუ შეურაცხყოფის და ნიშნის მოგების გარეშე შევძლებთ ხოლმე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ერთმანეთთან საუბარს. ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენის საერთაშორისო წარმატება რომ გვიხარია და ეს გასაკიცხი არ არის, ამაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ".

"ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარ მდგომარეობაზე?

"მკურნალობის თანხა ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს" - ლელა რაზიკაშვილი ბასილაშვილთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს

"ვაქცინას და ამ გართულებას შორის კავშირი არ დასტურდება" - იმუნოლოგი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ახალი აღმოჩენის შესახებ წერს