ავტორი:

"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე

"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ არ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს იმას, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერდა, ტიკარაძე ამბობს, რომ არა.

"არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადობაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს მომავალ პერიოდში გავიკეთო აცრა.

თუმცა, საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან ნებისმიერმა საჯარო პირმა, ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც.

ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა,"- განაცხადა "დღის კურიერში" ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, პირველი დღისთვის აცრისთვის 3000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი უკვე აცრილია. ტიკარაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინაციაზე მზაობა გაიზრდება.

"საქართველო არ არის გამონაკლისი, სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ეს პროცესი რომ იქნებოდა რთული, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად მზაობა და სანდოობა ვაქცინის მიმართ უფრო გაიზრდება და ჩვენი ექიმებიც, რომლებიც იმყოფებიან წინა ხაზზე, პრიორიტეტია ეს ჯგუფი. ჩვენ ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას. ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი,"- განაცხადა "დღის კურიერში" ეკატერინე ტიკარაძემ.

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ შეაფასა, ლევან რატიანმა კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა კონსილიუმის შემდეგ

როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი საუნივერსიტეტო კლინიკიდან