ავტორი:

"სახელმწიფოს პირველმა პირებმა ვაქცინაცია საჯაროდ უნდა ჩაიტარონ... სხვანაირად "ასტრაზენეკას" მიმართ უნდობლობის ხარისხს ვერ შევამცირებთ" - კულუმბეგოვი

"სახელმწიფოს პირველმა პირებმა ვაქცინაცია საჯაროდ უნდა ჩაიტარონ... სხვანაირად "ასტრაზენეკას" მიმართ უნდობლობის ხარისხს ვერ შევამცირებთ" - კულუმბეგოვი

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დღის მონაცემებით, აცრილია დაახლოებთ 600-ამდე მედპერსონალი. როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებით, ეს აქტივობის დაბალი მაჩვენებელია. ექიმების ამ "თავშეკავებას" რამდენიმე მიზეზით ხნიან, მათ შორის "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში არსებული 43 000 დოზა ვაქცინის ათვისება სწრაფად და ეფექტურად არ მოხდა, საერთაშორისო პარტნიორებთან გაუჭირდებათ იმაზე საუბარი, რომ ქვეყანას დამატებითი დოზები სჭირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის აქტივობა და ტემპი მომდევნო დღეებში გაიზრდება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დარწმუნებულია, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინაზე ექიმების მოხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"დარწმუნებული ვარ ექიმების აქტივობა მოიმატებს, ამისთვის აუცილებელია რომ მედიის საშუალებით, ყველას, მათ შორის ჩვენ კოლეგებს მივაწოდოთ სწორი და გამჭირვალე ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს პირველმა პირებმა პირდაპირ ეთერში უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია და მაგალითი მისცენ, საზოგადოებას. სხვანაირად, უნდობლობის იმ ხარისხს , რომელიც "ასტრაზენეკას" და ზოგადად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ არსებობს, ვერ შევამცირებთ. მინისტრი, პრემიერი, პარლამენტარი, თუ რაიმე სამედიცინო წინაღობა მათ არ აქვთ, უნდა აიცრან საჯაროდ. მე მიწევს ოთხშაბათს და სიამოვნებით ავიცრები" - ამბობს ექიმი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 17 მილიონი ადამიანია აცრილი. ცნობილია, რომ მათ გარკვეულ ნაწილში თავი იჩინა მედიკამენტის გვერდითმა მოვლენებმა. თუმცა, ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული და საყურადღებო ჩვენებები არ გამოვლენილა.

"რაიმე განსხვავებული, რაც ზოგადად ვაქცინას არ ახასიათებს, არ გვხვდება. გავრცელებული გვერდითი ჩვენებია: ტკივილი ნანემსარის უბანში, შეშუპება იმავე ადგილებში,( 70-80 %-ში) . დამახასიათებელია ტემპერატურული რეაქცია. ზოგჯერ შეიძლება მაღალი ტემპერატურაც (30 %-ში) ასევე, გავრცელებული გვერიდითი მოვლენაა სახსრებისა და კუნთების ტკივილი. თუმცა ყველა ეს სიმპტომი აუცილებლად უკვალოდ ქრება 24-48 საათში. რაც შეხება მძიმე ალერგიულ რეაქციას, ე.წ. ანაფილაქსიურ შოკს, მისი რისკი ძალიან დაბალია და ამჟამინდელი მონაცემებით, მილიონიდან მხოლოდ 5 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ის" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - როდიდან აცივდება?

აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს