ავტორი:

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - როდიდან აცივდება?

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - როდიდან აცივდება?

საქართველოში ამინდი გაუარესდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"9 - 12 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, იწვიმებს, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერად. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

9 – 12 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა წვიმებმა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში გლოვის დღეა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

"არაფერი წვიმაში არ დარჩენილა, იქ უამრავი სასტუმროა... ეს იყო დადგმული სპექტაკლი და პოლიტიკური აქცია" - მეუფე ნიკოლოზი დედა სოსანაზე