ავტორი:

"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას" - ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა

"ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას" - ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მადლობა გადაუხადა

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყატარის ღია პირველობის წარმატებით დასრულება და ჩემპიონობა მიულოცა. მან ისაუბრა ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა ისიც, რომ ბასილაშვილის მოძალადეობის არ სჯერა.

"ამ ტრიბუნიდანაც მსურს მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერია, ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც არის და კულტურაც არის ერთბაშად. როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს მსურს, დიდი მადლობა ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელ მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა,

როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულნი ვიყავით.

მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის და წარმატებისთვის" - აღნიშნა ელისაშვილმა.

2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები - ასოცირების საბჭო

"ჰიგიენური საშუალებების წლიური ხარჯი არ მოიცავს მხოლოდ ქაღალდისა და საპნის ხარჯს..." - პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ხარჯებზე "TV პირველის" სიუჟეტს ეხმაურება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"