ავტორი:

"ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან...მეგანი ნარცისია, ჰარი კი მისი ზეგავლენის ქვეშაა" - მეგან მარკლის ნახევარდის სკანდალური ინტერვიუ

"ისინი ერთმანეთს მალე დაშორდებიან...მეგანი ნარცისია, ჰარი კი მისი ზეგავლენის ქვეშაა" - მეგან მარკლის ნახევარდის სკანდალური ინტერვიუ

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გარშემო სკანდალი კვლავ გრძელდება. ოპრა უინფისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, წყვილის მიმართ კრიტიკა არ წყდება. აღნიშნულის შემდეგ კომენტარი გააკეთა მეგან მარკლის ნახევარდამ, სამანტა მარკლიმაც, რომელსაც მეგანთან უკვე წლებია დაძაბული ურთიერთობა აქვს.

სამანტა ამბობს, რომ პრინცი ჰარი ცოლის გავლენის ქვეშაა და რომ საკუთარი გადაწყვეტილებების მიხედვით ვერ მოქმედებს. ის მალე წყვილის განქორწინებასაც პროგნოზირებს. აღსანიშნავია, რომ 56 წლის სამანტას აქამდეც არაერთხელ უთქვამს თავისი "წინასწარმეტყველების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, სამეფო წყვილი მალე ერთმანეთს გაეყრება.

სამანტა მარკლი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პრინცი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს მეგანთან ქორწინებას.

ის წყვილს მოუწოდებს სამეფო ოჯახს ბოდიში მოუხადოს იმისთვის, რომ მათ რასიზმში დასდეს ბრალი.

ასევე, აღნიშნავს, რომ მეგან მარკლი გამოირჩევა ნარცისიზმით და მას "პიროვნული აშლილობა აქვს. სამანტა ამტკიცებს, რომ მეგანმა მამას, თომას მარკლს უდიდესი ზიანი მიაყენა, რის გამოც, მოუწოდებს მეგანს, რომ მამას საჯაროდ მოუხადოს ბოდიში.

მე ვხედავ, რომ მათი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდება, თუკი გულწრფელები არ იქნებიან, მათ თავიანთი განცხადებებით ბევრი ადამიანი დააზიანეს. რომელი კაცი იქნებოდა ბედნიერი და რომელი კაცი იგრძნობდა თავს კომფორტულად ისეთი ცხოვრება რომ ჰქონდეს, როგორიც ახლა ჰარის აქვს?! იმ წუთიდანვე, როცა ჰარი მას რაიმეზე შეეწინააღმდეგება, მეგანისთვის ის საზიზღარი გახდება, - ამბობს სამანტა მარკლი.

მეგანსა და მის დას ძალიან რთული ურთიერთობა აქვთ. ჰერცოგიანია ამბობს, რომ ის ისე გაიზარდა, რომ სამანტა ნანახი არ ჰყავდა, რომ ორი დეკადის განმავლობაში დასთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა სამანტა სხვა რამეს ამტკიცებს, მისი თქმით, ადრეულ წლებში დებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ამის დასამტკიცებლად ფოტოებსაც აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრის ექსკლუიური ინტერვიუ მისცეს.ინტერვიუს დროს მათ სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულეს. პრინცმა ჰარიმ კი თქვა, რომ ოჯახი მას მხარს არ უჭერდა, ვერ უგებდნენ, გარდა ამისა, სურდა პრესისგან დაეცვა მეგანი. ყოველივე კი საბოლოო ჯამში, სამეფო ოჯახიდან წასვლის მიზეზი გახდა.

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)

ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე - "ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი"

"ეს თქვენი "პიარი" არაფერში მჭირდება... ამაში არავინ მიხდის ფულს" - სტეფანემ გადაწყვიტა, ჟურნალისტებს აღარ უპასუხოს