ავტორი:

"ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე  ფიზიკურად იძალადა" - რა განცხადებას ავრცელებს გოგი წულაიას დაკავებაზე შსს?

"ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე  ფიზიკურად იძალადა" - რა განცხადებას ავრცელებს გოგი წულაიას დაკავებაზე შსს?

სამართლდამცავებმა პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. მომხდარზე ინფორმაციას შსს ავრცელებს. გთავაზობთ უწყების განცხადებას:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს".

"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი და როდის დაკითხავენ ჩოგბურთელის შვილს?

"მე ხომ არ გამოვხატავ აგრესიას?" - ვრცელდება ვიდეოკადრები, გოგი წულაიას საქმიდან

"ბებიამ არასრულწლოვნები დააჩოქა და მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა, მოხდა ფაქტის ვიდეოგადაღება" - პროკურატურა ლაგოდეხში მომხდარ ფაქტზე