ავტორი:

"კაცი სახტად დარჩა... გაოცებულმა იკითხა, ქალაქგარეთ, ლანდშაფტურ ფერდებზე ამას რატომ უშვებს ქალაქიო?" - რას იხსენებს ცნობილი არქიტექტორი?

"კაცი სახტად დარჩა... გაოცებულმა იკითხა, ქალაქგარეთ, ლანდშაფტურ ფერდებზე ამას რატომ უშვებს ქალაქიო?" - რას იხსენებს ცნობილი არქიტექტორი?

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზა მეორე დღეა გადაკეტილია. 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესებია დაწყებული

სპეციალისტების ინფორმაციით, დაძრულია ნახევარ მილიონამდე კუბი მიწა, რომელიც შესაძლოა, მოწყდეს და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას. გარემოს დამცველების ნაწილი პარალელს მდინარე ვერეს ტრაგედიასთან ავლებს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ვაშლიჯვარშიც იგივე მოხდეს.

თბილსის ყოფილი მერი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ვაშლიჯვარში მეწყერული პროცესების გააქტიურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე მიმდინარე გზის სამშენებლო პროექტი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს დაწყებული პროექტია.

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც თბილისის გენგეგმის კონკურსი გამოცხადდა და ქვეყანაში ცნობილი ჰოლანდიური კომპანიის დირექტორი ჩამოვიდა.

"რამდენიმე წლის წინ, თბილისის გენგეგმის კონკურსი რომ გამოცხადდა, ცნობილ ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად ვიღებდით მონაწილეობას. ჩამოვიდა დირექტორი, რომელსაც წლებია ვიცნობდი და მოვიარეთ თბილისი, დავათვალიერებინეთ შიგნიდანაც და გარედანაც - ხან ფუნიკულორიდან გადმოვიხედეთ, ხან ზღვიდან და აქაც ავედით. ლისის ფერდობზე მიმდინარე განაშენიანება რომ ნახა, გაოცებულმა იკითხა ქალაქგარეთ ლანდშაფტურ ფერდებზე ამას რატომ უშვებს ქალაქიო.

მე ვუთხარი უშვებს კი არა, რამდენიმე დღის წინ მერი (ნარმანია) გამოვიდა და თქვა აქ ისეთი 'სოფელი შენდება' ჩვენ გზას გავიყვანთო. მოიცა, გაფართოებული თვალებით და ღია პირით იკითხა, რა, კერძო სუბ-ურბანულ დეველოპმენტთან ხალხის ფულით მიყავთ გზაო? კი მეთქი. კაცი სახტად დარჩა.

ასეა, ჯერ ბუნებაში ვაშენებთ, მერე მიგვყავს გზები, მერე გეოლოგიურ მდგომარეობას ვარკვევთ. ყველაფერი უკუღმა. თურმე ბიაზი გასკდა.მე არ ვამბობ რის გამოა მეწყერი, მე ეგ არ ვიცი. საქმეს რომ უკუღმა რიგითობით არ ვაკეთებდეთ და სადაც ჩარევა არ შეიძლება იქ არ ვერეოდეთ ბევრად უკეთესად იქნებოდა ჩვენი საქმე" - წერს ჟვანია.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები კვლავ კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან

"კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა - რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს?" - ცერცვაძე