ავტორი:

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება პაციენტს, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი დაემართა - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმის დეტალური ინფორმაცია

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება პაციენტს, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი დაემართა - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმის დეტალური ინფორმაცია

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი დეტალურად ხსნის რა არის ანაფილაქსიური შოკი და როგორ უნდა აღმოვუჩინოთ პაციენტს დახმარება. როგორც მედიკოსი სოციალურ ქსელში წერს ანაფილაქსიური შოკი არის, ვაქცინების ძალიან იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი.

"ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი არის, ძალიან იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი ნებისმიერი იმ ვაქცინების, რომლებითაც დაბადების პირველი დღეებიდან ადამიანები ვიცრებით. კოვიდის საწინააღმდეგო აცრების შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკი უფრო ხშირად ფიქსირდება ვიდრე ეს სხვა აცრებს ახასიათებთ. აქამდე დაფიქსირებული ყველა შემთხვევა დეტალებში განვიხილე მთავარის შენი დილას ეთერში სულ ორიოდე კვირის წინ.მაგალითად 23 დეკემბრის მონაცემებით ფაიზერის 1.893.360 დოზაზე ანაფილაქსიური შოკის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დაახლოებით არის 11 ანაფილაქსიური რეაქციაა მილიონ დოზაზე, რაც დაახლოებით 10-ჯერ მეტია გრიპის გაქცინასთან შედარებით.

ოდნავ ნაკლები, მაგრამ გრიპზე მაინც აღმატებული რაოდენობით აღინიშნა მსგავსი რეაქცია მოდერნას ვაქცინით აცრილებშიც. ერთეულ შემთხვევებში პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, მაგრამ 2-3 დღეში გაეწერნენ, დანარჩენებს კი დახმარება პირდაპირ ვაქცინაციის ცენტრებში აღმოუჩინეს.

როგორ უნდა იყოს აღჭურვილი ვაქცინააციის ცენტრი რათა დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ყველა სტანდარტი?

ცხადია, სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს შესაბამისად გაწვრთნილი. ამავე დროს აუცლებელია ადექვატური აღჭურვილობა, რომ ანაფილაქტიური რეაქციის განვითარებისთანავე, პაციენტს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინონ.

ამისათვის დაგჭირდებათ:

1. ეპინეფრინი - თვითინექციის სპეციალურ კალამში უკვე გამზადებული დოზით ან წინასწარ განზავებული შპრიცი შესაბამისი კონცენტრაციით.

კონცენტრაციები:

1 მგ/მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული 1:1000 კონცენტრაციით ინტრამუსკულარული ინექციისთვის. ინექცია კეთდება ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე, არ სჭირდება რაიმე სპეციალური ორიენტირების ცოდნა. დოზა 0.3 მგ - 0.5 მგ, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა განმეორებითი დოზების გამოყენება შეიძლება 5-10 წუთის ინტერვალით. იმის გამო რომ ანაფილაქსიური შოკი, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ამ დროს ეპინეფრინს უკუჩვენება არ გააჩნია.

2. H1 და H2 ანტიჰისტამინური პრეპარატები: დიფენჰიდრამინი იგივე ბენადრილი, ცეტირიზინი, ფამოტიდინი, ციმეტიდინი (რომელიმე აქედან).3. ინტრავენური საინექციო ფიზიოლოგიური ხსნარი.4. საინტუბაციო მოწყობილობა.5. ამბუს ბალონი თავისი ნიღბით.6. წვდომა საინჰალაციო ჟანგბადთან.7. პულსოქსიმეტრი.8. არტერიული წნევის გასაზომი ხელსაწყო.9. ბრონქოდილატატორი, მაგალითად ალბუტეროლი.ანაფილაქსიური შოკის მკურნალობისას იცავთ ორ პრინციპს:

1. სასწრაფოდ უნდა აღდგეს ცირკულაცია. ასეთ დროს შიდასისხლძარღვოვანი მოცულობა სისხლძარღვს გარეთ გადაინაცვლებს და ამ შიფტის გამო წნევის შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით ინტრავენური სითხის გადასხმა დაგჭირდებათ. ეპინეფრინი სისხლძაღვოვანი ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, საკმარისი რაოდენობით სითხე კი სისხლძარღვის მოცულობას შეავსებს. ორივე ერთად ქმნის არტერიულ წნევას.

2. სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა. სასუნთქი გზები ორი მიზეზით იხურება, ბრონქოსპაზმი და ტრაქეის შეშუპება. ამის მოხსნაში ისევ ეპინეფრინი, საინჰალაციო საშუალებები და ჟანგბადი დაგეხმარებათ. თუ სუნთქვის ფუნქცია სწრაფად არ აღსდგა, არ დააყოვნოთ ინტუბაცია. ეს პაციენტს ჰიპოქსიის მავნე გავლენისგან იხსნის. სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია უნდა შენარჩნუდეს 95%-ზე მაღალ დონეზე.

3. ბენადრილი ან ზემოთხსენებული სხვა ანტიალერგიული მედიკამენტები ფხანით გამოწვეულ დისკომფორტს მოხსნის. არც ერთი მათგანი არ ხსნის ბრონქოსპაზმს ან ტრაქეის შეშუპებას, ამიტომ პირველი რიგის ამოცნაა პირველი ორი პუნქტის სწრაფად ამუშავება.

4. ამ სამი პუნქტის დროულად ამუშავების შემთხვევაში, უმეტესად პაციენტს დამატებითი დახმარება აღარ სჭირდება. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება და მკურნალობის მიმართ პაციენტი რეზისტენტულია, ის სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რეზისტენტული შემთხვევების მკურნალობა შევეცდები მოგვიანების მიმოვიხილო.

P.S. იმედი მაქვს, დღეს გართულებული პაციენტი მალე დაუბრუნდება ოჯახს ჯანმრთელი. მასზე ფიქრი არ მშორდება მთელი დღე. აუცილებლად უნდა გადარჩეს. ანაფილაქსიური შოკით, კოვიდის ვაქცინით აცრილი, არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა და დარწმუნებული ვარ ქართველი ექიმებიც აუცილებლად შეძლებენ მის გადარჩენას" - წერს გეგეჭკორი.

"ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ... საფრთხე არ არსებობს" - გეოლოგი

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკის დათესვა ხდება" - ბენდელიანი

"ბორჯღალოსნებმა" კალინინგრადში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს