ავტორი:

"ერთი წელია შევირყიე ამდენი ოჯახის უბედურებით... ხვალ რომ მქონდეს დაგეგმილი, კვლავ აუცილებლად ავიცრებოდი" - რას წერს ექიმი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

"ერთი წელია შევირყიე ამდენი ოჯახის უბედურებით... ხვალ რომ მქონდეს დაგეგმილი, კვლავ აუცილებლად ავიცრებოდი" - რას წერს ექიმი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

პირველი საინივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნეონტოლოგი ელისო თურქაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

■ ერთი წელია ფრონტის წინა ხაზზე ვარ ამ კოშმარ ვირუსთან ბრძოლაში.

■ ერთი წელია ფსიქოლოგიური ომი მაქვს გამართული ამ ვირუსთან.

■ ერთი წელია, ოჯახის მხცოვან წევრებთან ერთად სადილზე ერთად არ ვმჯდარვარ.

■ ერთი წელია ყოველ 72-96 საათში ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზს ვიკეთებ.

■ ერთი წელია საეჭვო კონტაქტის მერე, ანალიზის გაკეთებამდე, ნიღაბს არ ვიხსნი სახლშიც კი.

■ ერთი წელია შევირყიე ამდენი ოჯახის უბედურებით, რომელთთვისაც ეს არაა სტატისტიკა და ციფრები, ეს ტრაგედიაა...

■ ვერ გადავარჩინე მამა.

■ საფრთხის ქვეშ მიდგას დედა, დედამთილი, დიაბეტიანი მეუღლე. მინიმუმ იმ საფრთხის ქვეშ, რომ უნებურად მე არ დავასნებოვანო.

■ ჩემი ეს ნაბიჯი და ჟესტი არ ყოფილა ვინმესთვის რაიმეს თავზე მოხვევა. ეს ჩემი ვალდებულება იყო, სცოდნოდათ, ვაქცინაციის შედეგების უპირატესობა და თან გაცილებით, ვიდრე კოვიდით დაავადების სავარაუდო შედეგი.

■ უნდა იცოდნენ, რომ ჩემი ერთი გმირი ექთანის გარდაცვალებიდან ორმოცი რამდენიმე დღის წინ იყო.

■ უნდა იცოდნენ, რომ ჩემი ერთი კოლეგის ქმარი ერთ რეანიმაციაში წევს, დედა - მეორეში, თვითონ კი ცოცხალ-მკვდარი დალასლასებს კლინიკიდან კლინიკაში და თავის თავს არ ჩივის.

■ მე და ჩემი კოლეგები თუ არა, აბა, ვინ უნდა ყოფილიყო ფლაგმანი. კარგად მიცნობთ, არ ვარ პოპულისტი. ჯერ მინდოდა ეს პოსტი მხოლოდ პირად მიმოწერაში მქონოდა ვაქცინის მოწინააღმდეგე მეგობრებთან. მაგრამ ასე ვარჩიე. ყველას თავისი არჩევანი აქვს. ეს ჩემი არჩევანი იყო და არის. ხვალ რომ მქონდეს დაგეგმილი, კვლავ ავიცრებოდი.

"თქვენი შვილები ახლა შესაძლოა სკოლაში არიან, ესენი კი "ბოევიკობაზე" ოცნებობენ" - ღაზაში გადაღებულ რა ფოტოს აქვეყნებს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი

"სულ მახსენდება ქორწილი... ვირუსით გარდაიცვალა 40 ადამიანიო" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც კოვიდის დამარცხების შემდეგ "ფაიზერით" აიცრა

აშშ-ის საელჩო - არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სტაჟაძისა და ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება