ავტორი:

"ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ტვინი ჯერ ცოცხალია" - ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე

"ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ტვინი ჯერ ცოცხალია" - ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე

ღამე იყო საკმაოდ მძიმე, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია”, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პაციენტს 24 საათში განმეორებითი ღრმა კვლევები ჩაუტარდება.

„პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრაც, ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ, 24 საათის შემდეგ.

მძიმე მდგომარეობა იყო. საღამოს მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისთვის, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, სტაბილიზაცია გულისხმობს, რომ აპარატთან არის სინქრონში, ერთად სუნთქავენ, წნევა ხერხდება სამი მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია“, - აცხადებს ტურძელაძე.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

"დღეს ამ არხზე ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ... ბოლო გავდივარ" - მაია ასათიანი "რუსთავი 2"-იდან მიდის და მაყურებელს ატირებული ემშვიდობება

"ხათუნას დილითვე ვკითხე და არც ახსოვდა ამ კომპანიების არსებობა" - რა ხარვეზი უპოვეს ზურა ხაჩიძეს ქონებრივ დეკლარაციაში და რას პასუხობს მომღერალი კვლევას?

"გამოვლინდა მეწყრული ზონა, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება" - ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება იზღუდება