ავტორი:

ასპირინს შეუძლია შეამციროს კოვიდით ინფიცირებულის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალების რისკი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა

ასპირინს შეუძლია შეამციროს კოვიდით ინფიცირებულის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალების რისკი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ფართოდ გავრცელებულმა და იაფმა წამალმა, ასპირინმა, შესაძლოა, შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობის გაუარესების შანსი, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საჭიროება და შეამციროს აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების რისკი. მეცნიერები ყოველივეს კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ და აღნიშნულ წამალს იმედისმომცემს უწოდებენ.

საუბარია ასპირინის ძალიან მცირე დოზაზე. მკვლევართა თქმით, ყოველივე სავარაუდოდ, იმას უკავშირდება რომ პრეპარატი სისხლის შედედებას უშლის ხელს. კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს ჟურნალში Anesthesia & Analgesia.

ზოგადად, ასპირინის მცირე დოზით მიღებას ხშირად ურჩევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს იმისთვის, რომ თავი აარიდონ სისხლის შედედებას და თრომბის წარმოქმნას.

"მიზეზი, რომლის გამოც დავიწყეთ ასპირინის, როგორც კოვიდის საწინააღმდეგო წამლის შესწავლა. ის იყო, რომ აღმოვაჩინეთ შემდეგი - კოვიდინფიცრებულ პაციენტებს აღენიშნებოდათ თრომბოზული გართულებები“, - ამბობს CNN-თან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჯონათან ჩოუ.

მისივე განმარტებით, ყოველივეს გამო, მეცნიერებმა იფიქრეს, რომ შესაძლოა ანტითრომბოციტარული აგენტი სასარგებლო ყოფილიყო:

"ვიფიქრეთ, რომ ანტითრომბოციტარული აგენტი, ან სისხლის გამათხელებელი, ისეთი, როგორიც არის ასპირინი შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩენილიყო კოვიდის წინააღმდეგ“, - ამბობს ექიმი.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 412 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა 2020 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში. მათი დაახლოებით 24% იღებდა ასპირინს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასპირინის გამოყენება 43%-ით ამცირებდა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას და 47%-ით ამცირებდა გარდაცვალების რისკს.

აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით ჩატარდა კიდევ ერთი კვლევა და შედეგი მსგავსი იყო. კვლევაში, რომელიც ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ აკვირდებოდნენ კოვიდ ინფიცირებულ 30 000-ზე მეტ ასაკოვან ადამიანს. აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც ასპირინს იღებდნენ, ორჯერ ნაკლები რისკი არსებობდა გარდაცვალების და ვირუსის გართულების.

შენიშვნა: ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად, აღნიშნული პრეპარატის მიღება არ შეიძლება. სტატიაში მოყვანილია კვლევები, ასპირინი ჯერჯერობით არ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. ჯერ კიდევ საჭიროა საკითხის დამატებით შესწავლა.

წყარო: CNN.com

სუეცის არხში გიგანტური გემი გაიჭედა, რის გამოც გემების საცობი წარმოიქმნა (+ ფოტოები)

მთიან ყარაბაღში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?