ავტორი:

"უეცრად დაეწყო გონების კარგვა, კრუნჩხვა... პირველი რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი" - ახალციხის კლინიკის რევმატოლოგი ექთნის ვაქცინაციის დღეს იხსენებს

"უეცრად დაეწყო გონების კარგვა, კრუნჩხვა... პირველი რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი" - ახალციხის კლინიკის რევმატოლოგი ექთნის ვაქცინაციის დღეს იხსენებს

ახალციხის კლინიკა "იმედის" რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური ამბობს, რომ 27 წლის ექთანს ადგილზე ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია, მათ შორის გაუკეთდა ადრენალინი.

ამის შესახებ მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა, სადაც მეგი ბაქრაძის ვაქცინაციის დღე გაიხსენა.

მან ხაზგაზმით აღნიშნა, რომ კლინიკაში ყველა შესაბამისი საშუალებაა, რომ ასეთი პაციენტი იმართოს, თუმცა "ეს შემთხვევა რატომღაც ცუდი შედეგით დასრულდა".

"პირველ რიგში მინდა მწუხარება გამოვხატო ოჯახის, ახლობლების და თანამშრომლების ოჯახის მიმართ. საშინელი ფაქტი მოხდა. რაც შეეხება ფაქტს, ჩატარდა ვაქცინაქცია, დაყოვნების ოთახში მალევე, დაახლოებით 15 წუთში განუვითარდა პირველი ნიშნები.

ეს იყო ქავილი, ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც პაციენტი დასტაბილურდა, მაგრამ მალევე დამძიმდა... უეცრად აღენიშნა გონების კარგვა, კრუნჩხვა. გაუკეთდა დიაზეპამი, ვერ მოიხსნა კრუნჩხვა. ამის შემდეგ გადაყვანილი იქნა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

საზოგადოებაში არის აზრი, რომ ჩვენთან ადრენაილი არ არის. გაკეთდა ადრენალინიც და ჰორმონიც. ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გაკეთებული იყო. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ადრენალინი" - აღნიშნა გიორგი აფციაურმა.

"ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი, მაგრამ ვაქცინაცის შემდეგ არანაირი გართულება არ მქონია" - მარინა ენდელაძე

"კოვიდმა ძველი დაავადებები გაააქტიურა" - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რას ამბობს ექიმი?

"ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული, ბიჭი მაკლია... ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ" - მეგი ბაქრაძის მამა