ავტორი:

ისლანდიაში დიდი ხნის მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა - უდიდეს აეროპორტში შეწყვეტილია ფრენები

ისლანდიაში დიდი ხნის მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა - უდიდეს აეროპორტში შეწყვეტილია ფრენები

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დედაქალაქ რეიკიავიკთან დაახლოებით 40 კილომეტრში, დიდი ხნის მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის გამო კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ამინდის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია.

უდიდეს აეროპორტში ფრენები დროებით შეწყდა. ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, ამოფრქვევის ტერიტორიასთან მიახლოვებისგან თავი შეიკავონ. ვულკანის ამოფრქვევის შესასწავლად ადგილზე სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გააგზავნეს.

როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?

ალიევი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს - რა ფოტოებს ავრცელებს პრეზიდენტის ოჯახი მთიანი ყარაბაღიდან

Whatsapp-ის, Messenger-ისა და Instagram-ის მუშაობაში შეფერხებაა