ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანს შეხვდა. როგორც Reuters-ი წერს, მინისტრი ქაბულში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა, მაშინ , როცა ვაშინგტონის მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი ახლოვდება.
შეხვედრის თაობაზე ოსტინმა Twitter- ზე დაწერა, რომ ის ავღანეთში იმისთვის, ჩავიდა, რომ "მოისმინოს და ისწავლოს“.
თალიბებმა პარასკევს განაცხადეს, რომ მათ სურდათ პროცესის დაჩქარება, მათ გააფრთხილეს ვაშინგტონი, რომ არ დატოვონ ჯარები ავღანეთში.
ცნობისთვის, 1-ელ მაისს ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის ვადა იწურება. აღნიშნულზე „თალიბანი“ და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმდა.