ავტორი:

"ჩვენი შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც შარლ მიშელმა ჩამოწერა, გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც არ მოდიოდა კომპრომისზე" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენი შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც შარლ მიშელმა ჩამოწერა, გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც არ მოდიოდა კომპრომისზე" - ირაკლი კობახიძე

ჩვენი შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც თავის დროზე "ევროპული საბჭოს“ ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ჩამოწერა. გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ხისტად მოქმედებდა და არ მოდიოდა კომპრომისზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა რაციონალური შეთავაზებები. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა წამოაყენა ულტიმატუმები, რაც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და ნიშნავდა სახელმწიფოს უპატივცემულობას“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ხისტად მოქმედებდა და არ მოდიოდა არავითარ კომპრომისზე.

"ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და „ლელო“. ეს სამი პოლიტიკური პარტია იყო ძალიან ხისტი თავიანთ მიდგომებში. ყველა სხვა ავლენდა კომპრომისის განწყობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ ვთვლი შალვა ნათელაშვილს. ყველა დანარჩენი ავლენდა მზადყოფნას, რეალური დიალოგისთვის. თუმცა ამ სამ პარტიას ეკავა ხისტი პოზიცია, რაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული და შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა კობახიძემ "იმედის“ ეთერში.

"უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი" - ნიკა მელია

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს" - ოპოზიციის სამომავლო გეგმა ცნობილია