ავტორი:

"ვნერვიულობდი, ბავშვი რომ სახლში არ მოდიოდა" - 10 წლის ბიჭი, რომელსაც გზა აებნა, პატრულმა სახლში დააბრუნა

"ვნერვიულობდი, ბავშვი რომ სახლში არ მოდიოდა" - 10 წლის ბიჭი, რომელსაც გზა აებნა, პატრულმა სახლში დააბრუნა

თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 10 წლის ბიჭი, რომელსაც გზა აებნა, სახლში დააბრუნეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა.

10 წლის ბიჭის დედა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

"სკოლიდან მოდიოდა ავტობუსით და გაჩერებას გასცდა, სხვა გაჩერებაზე ჩამოვიდა. დაინახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დახმარება მათ სთხოვა. სახლის მისამართი იცოდა, აუხსნა პოლიციელებს და მათ მოიყვანეს სახლში.

მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, ძალიან ვნერვიულობდი, ბავშვი რომ სახლში არ მოდიოდა... თან არც ტელეფონი აქვს, ვერაფერს იგებ" - ამბობს ჩვენთან საუბარში 10 წლის ბიჭის დედა.

“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა

"ვისაც გაინტერესებთ, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი და რატომ არ გავაჩერე მანქანა..." - რას წერს უმძიმეს ავარიაში მოყოლილი დეპუტატი კლინიკიდან გაწერის შემდეგ

"ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე