ავტორი:

"სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს... მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია

"სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს... მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაზარალებულების სახლში ოთხი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

"იმ დღეს დამირეკა, მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში უნდოდა წამოსვლა" - თურქეთში 24 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის კონფლიქტს მკვლელობა მოჰყვა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

"როგორ მიბედავ, რომ მაჩერებ?" - რა ვიდეოს ავრცელებს შს უწყება მოქალაქეზე, რომელიც ამტკიცებს, რომ პატრულის თანამშრომელმა უკანონოდ დააკავა