ავტორი:

"შენ არავინ ხარ... წადი, დაბრუნდი თურქეთში" - აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ მოკვლევა დაიწყო

"შენ არავინ ხარ... წადი, დაბრუნდი თურქეთში" - აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კანონის შესაბამისად ეთქვა.

„რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი “უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ტვ „პირველის“ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტს მესაზღვრეებმა „მეძავი“ უწოდეს, გალანძღეს და უკან გააბრუნეს. მათივე ცნობით, მოქალაქე საქართველოში სტამბოლიდან ჩამოფრინდა თუმცა, მას ქვეყანში შემოსვლის უფლება გაურკვეველი მიზეზით არ მისცეს. როდესაც ქალმა უფლებების განმარტება მოითხოვა, მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ საქართველოში ვერასდროს შემოვიდოდა.

დაპირისპირების ამსახველი კადრები Facebook-ზე თეკო გოგიამ გაავრცელა.

ვიდეოს თანახმად, ქალი მესაზღვრეს უხსნის, რომ აქვს ყველა საბუთი, ტესტი, თანხა და ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ამის მიუხედავად, მესაზღვრე მას აგრესიულად ელაპარაკება, აყენებს შეურაცხყოფას და ეუბნება, რომ "ეს მისი ქვეყანაა".

"წადი, დაბრუნდი თურქეთში, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა... მე ვიცავ ჩემს ქვეყანას... არ მინდა თქვენთან ლაპარაკი... მოვა ავიაკომპანია და წაგიყვანს უკან, გაიგე?... შენ არავინ ხარ" - ეუბნება მესაზღვრე ქალს და ამატებს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა და "ვერც ვერასდროს შემოვა".

"ნიუ-ჰოსპიტალის ეზოში შემოვარდა სატვირთო, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა" - კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის კადრები

ავარია სოფელ დოესთან - ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა

ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს