ავტორი:

"მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს" - თეა ახვლედიანი

"მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს" - თეა ახვლედიანი

მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის არის მზად და თბილისი არ პასუხობს - ეს არის მცდარი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზებთან დიალოგი არასდროს შეუწყვეტია.

„უმაღლეს დონეზე, მრავალჯერ, ზუსტად იმავე საჯარო სივრცეში და იმავე გზით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ დიალოგისთვის მზად ვართ. დეპოლიტიზირებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ადგილზე, დონეზე - ეს განვაცხადეთ მრავალჯერ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ -მინისტრმა, მე და სხვა კოლეგებმა ვთქვით არაერთხელ, საჯაროდ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ ეს შეკითხვები მოიხსნას. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციასა და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი. ხშირ შემთხვევაში, გვახსოვს, რომ აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთხელ იყო გაჟღერებული მსგავსი დიალოგის მზაობა, თუმცა, მათ შედეგი არ მოყოლიათ. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი სურვილი მექნებოდა, რომ სულ ცოტა ფართო საზოგადოებას თუ არა, აქ დამსწრე კოლეგებში მოიხსნას ეს საკითხი, შევხვდეთ უახლოეს მომავალში, დახურულ ფორმატში და გულწრფელად განვიხილოთ ეს საკითხი. მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა, რომელიც შეიძლება ჩანდეს, რომ ამ დიალოგს უშლის ხელს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად კონკრეტული გზებიც განვიხილოთ როგორ შეიძლება მაშინ ისეთი დიალოგი ვაწარმოოთ, რომელიც ჩაითვლება დიალოგად, ამ გზებზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

"თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ დასალაგებლად" - იაგო ხვიჩია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობს