ავტორი:

"ჩვენი ლიდერები აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი" - ნატალი საბანაძე

"ჩვენი ლიდერები აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან, მაგრამ თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი" - ნატალი საბანაძე

"ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, გაკეთებაა აუცილებელი", - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ ფრანგულ გაზეთ Le Monde -თან საუბრისას განაცხადა.

ამავე ინტერვიუში საბანაძე აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას საქართველოს მთავრობასთან ჰქონდა უთანხმოება. მისი აზრით, საქართველოში ევროპული შუამავლობა ვერ ახერხებს კრიზისის განმუხტვას.

აღსანიშნავია, რომ Le Monde-თან საუბარში გაკეთებულ განცხადებაზე, ნატალი საბანაძემ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა. როგორც ის წერს, სტატიაში მთელს პოლიტიკურ კლასზე საუბრობს და მისი პოზიციის "ზედმეტად პოლიტიზება უადგილოა".

"ჩემი გადაწყვეტილება იყო პირადი პოზიციის დაფიქსირება, მისი ზედმეტად პოლიტიზება უადგილოა. ამ სტატიაში საუბარია პოლიტიკურ ლიდერებზე, მთელ პოლიტიკურ კლასზე, რომელიც პროევროპული ორიენტაციისა, მაგრამ მოლოდინია, რომ იქნება ევროპული თავის ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებში", - წერს საბანაძე.

შეგახსენებთ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

რა წერია უკრაინისა და საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა

"სენატში ნაჯახივით კითხვები იყო - ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო, რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?" - ელისაშვილი