ავტორი:

რა წერია უკრაინისა და საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა

რა წერია უკრაინისა და საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა განაცხადეს, რომ ისინი მოწოდებული არიან, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას; ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას, მავნე კიბერ საქმიანობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ბრიუსელში, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

„მათ ასევე გადაწყვიტეს გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა 24 მარტს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-ევროკავშირის ურთიერთობის განმტკიცების გზები, პრიორიტეტული საგარეო პოლიტიკის მიმართ კოორდინირებული რეაგირების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. მათ ასევე აიღეს ვალდებულება ითანამშრომლონ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის კლიმატის გლობალური კრიზისის დაძლევის, კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულების, მდგრადი ეკონომიკური აღდგენისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით.

როგორ ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?

"ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს და მელიას შეეძლება ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს" - პაპუაშვილი

"მელიასთან დაკავშირებით არსებობს  გირაოს უზრუნველყოფა, შემდეგი ნაბიჯი კი არის ამნისტიის პროექტი" - არჩილ თალაკვაძე