ავტორი:

"ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე" - გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად თოვლში იცეკვა

"ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე" - გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად თოვლში იცეკვა

"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დავალებებს ერთად ვარჩევთ... ბავშვებს არასდროს ვაიძულებ, მე მომერგონ"

თამუნა ლაბაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. დაწყებითი საფეხურის პედაგოგია. ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ცეკვავს მოსწავლეებთან ერთად თოვლში, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და ძალიან ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. მასწავლებლობა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, მოსწავლეებთან თვეების განმავლობაში ონლაინ ჰქონდა კომუნიკაცია. სკოლაში კი, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, პირბადით გადაადგილდებოდა. როგორც თავად გვიყვება, ბავშვებს ძალიან უნდოდათ, ენახათ მასწავლებელი პირბადის გარეშე, ამიტომ, გადაწყვიტა, რომ ღია სივრცეში მათთან ერთად ეცეკვა მუსიკაზე, რომელიც სახალისო და რიტმულია. ის გვიყვება, რას ანიჭებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას და რა გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს:

- სასკოლო საგნების გარდა, ადამიანურ ურთიერთობებსა და იმ უნარების გამომუშავებას, რაც ბავშვებს უფრო ჰუმანურს ხდის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. პანდემიიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში პირბადე მეკეთა. ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე. გადავწყვიტე, რომ რამდენიმე მარტივი მოძრაობა მესწავლებინა, მუსიკაც რიტმული და სახალისო შევარჩიე და თოვლში ვიცეკვეთ. ვიდეოში სხვადასხვა კლასის მოსწავლე ჩანს. ჩვენს სკოლაში სულ 16 მოსწავლეა. ძალიან ბედნიერები ვიყავით და უამრავი დადებითი ემოცია მივიღეთ. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას.

- თქვენი იდეა უარყოფითადაც შეაფასეს?

- როგორც გითხარით, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი დაიწერა. დღეს ვნახე მხოლოდ უარყოფითი, სადაც ერთი ადამიანი წერდა, რომ სკოლას პატრონი არ ჰყავს. მასწავლებელსაც უარყოფითად აფასებდა. კრიტიკა, რა თქმა უნდა, მისაღებია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი კომენტარი იყო, მაინც მიხარია, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ვიდეო გახსნა და უყურა. თავად აირჩია, რომ დადებითი ემოციის ნაცვლად, აგრესია გამოეხატა.

- თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების პროცესში?

- პირველ ოქტომბერს სწავლა ონლაინ დავიწყეთ. ვიდრე ერთმანეთს გავეცნობოდით, ძალიან ბევრი პლატფორმის გამოყენება დამჭირდა იმისათვის, რომ მოსწავლეები დამეინტერესებინა თითოეული საგნით და გასჩენოდათ სურვილი, რომ ესწავლათ. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია. ვფიქრობ, როცა ბავშვს მასწავლებელი უყვარს, აუცილებლად ისწავლის საგანს. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ვისწავლოთ კეთებით, ყოველ დღე ვცდილობთ, ახალი აქტივობები დავგეგმოთ. აქტივობები ძირითადად დაფუძნებულია ცდებზე, ექსპერიმენტებსა და კვლევებზე, რაც გაცილებით უფრო შედეგიანს ხდის საგაკვეთილო პროცესს. წაიკითხეთ სრულად

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ძალიან ეგოისტი ქალია ნინა, შვილების მონატრებაც ვერ გამოხატა..." - რას ამბობს ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ სერიაზე და როგორ პასუხობს კრიტიკოსებს "ნათია"?

"კოვაქსიდან" მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან "ნოვოვაქსი" და "ჯონსონი და ჯონსონი" უნდა დაემატოს" - თამარ გაბუნია