ავტორი:

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ?

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ?

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ უმსჯელიათ.

„ჯერჯერობით, მსგავსი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა - ორი თუ სამი, როცა ადამიანმა არ იცოდა, ინკუპაციურ პერიოდში იყო თურმე, ეს მერე გაირკვა და აიცრა, იმიტომ, რომ უსიმპტომო იყო. შემდგომ ოჯახური კონტაქტების შედეგად დაუდასტურდათ მსუბუქად მიმდინარე კოვიდი. ამ კატეგორიის მოქალაქეების მეორე აცრის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ. პრინციპში, მათ 8-12 კვირის შემდეგ აცრას არაფერი შეუშლის ხელს. ბევრი ქვეყანა ცრის კოვიდის გადატანიდან 1 თვის შემდეგ, ზოგი 60 დღის, 90 დღის შემდეგ. ჩვენთან ეს დრო 120 დღე ჩაითვალა. რადგან ეს შემთხვევები არის ახალი, არ გვიმსჯელია, უნდა ვიმსჯელოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

სად სწავლობს ექსპრემიერ გახარიას ქალიშვილი - "ანნა სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა"

ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები - მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა