ავტორი:

"სალომე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება... უნდა გადარჩეს!" - რა მდგომარეობაშია ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა

"სალომე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება... უნდა გადარჩეს!" - რა მდგომარეობაშია ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა

ზუგდიდში ავტოკატასტროფის დროს თვითმხილველების მიერ გადაღებულმა კადრებმა მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია მართავდა. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით სალომე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და ლევან რატიანთან გადის მკურნალობას.

სალომეს მეგობარი ნათია გადელია გულშემატკივრებისთვის სოციალურ ქსელში წერს:

"სალომეს გულშემატკივრებს მოგახსენებთ, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია, მრავლობითი მოტეხილობით და ა.შ. საიმედო ხელშია. მადლობა უფალს ყველაფრისთვის! სიკეთე არასოდეს იკარგება და ყოველთვის ტოვებს კვალს! გაბრიელის დედიკო კარგად იქნება! მადლობა ყველას. პ.ს დანარჩენებს დრო გასცემს პასუხს!"

სალომე ფაცაციას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. მან ჯერ კიდევ წლების წინ, "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდი“ დააფუძნა და არაერთ ადამიანს დაეხმარა. მოგვიანებით კი "ქართული ოცნების“ სიით მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა.

"ვინც მიცნობს იცის, ყოველთვის თავდაუზოგავად ვიბრძვი სხვისი ბედნიერებისთვის და ასეც იქნება მომავალში. ფაქტმა, რომ ძალიან ბევრია დასახმარებელი და ძალიან ბევრს ვეიმედები, დამაფიქრა და გადამადგმევინა სერიოზული ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც შეცვლის მომავალს უკეთესობისკენ. ვიღებ მონაწილეობას თვითმართველობის არჩევნებში და ვარ კომბინატში მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნების” ოფიციალური წარმომადგენელი. დიახ, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით! მე, პირდაპირ თუ ირიბად, ყველას ოჯახში შემოვალ, მჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა! ძალა ერთობაშიაო და დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად გავიმაჯვებ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს, უსახსრობას და გაჭირვებას”, - წერდა წინასაარჩევნოდ სალომე ფაცაცია.

ეს დაპირება ლიტონი სიტყვები არ ყოფილა, სალომემ არაერთ ადამიანს გაუწია დახმარება.

ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩენილ 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძესთვის, რომელსაც "ფეისბუქის" მომხმარებლებმა მოფერებით "ლუღი“ შეარქვეს, სახლის ყიდვის ამბავმა მთელი საზოგადოება გაახარა. ამისთვის საჭირო თანხა კი სწორედ "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელის სალომე ფაცაციას და ორგანიზაციის "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე“ თავმჯდომარის, ანა ბაკურაძის ორგანიზებით შეგროვდა.

დეპუტატობიდან ძალიან მალე სალომეს ფოტოები ყველა ქართულ მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდა, როდესაც დეპუტატის რანგში 10 დღის გაბრიელთან ერთად ფრაქციის სხდომას დაესწრო.

"სალომეს ზუგდიდში ყველა იცნობს და ყველას ძალიან უყვარს. ეს გოგო მართლა ბევრ რამეს აკეთებდა, როგორც დეპუტატი და უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება, უნდა გადარჩეს. ცოტა ხნის წინ კოვიდი გადაიტანა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა ლევან რატიანთან“, - გვიყვება ახლობელი. სალომეს ამჯერადაც ლევან რატიანი მკურნალობს, რომელმაც კომენტარისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

  • ambebi.ge სალომეს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს!

40 000-მა ტესტმა ბოლო დღე-ღამეში 1 409 ახალი ინფიცირებული გამოავლინა - რამდენი პაციენტი ემსხვერპლა COVID 19-ს და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

დღეს იმედის დღე და ანდრია პირველწოდებულის ხსენებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

"40 წუთის წინ აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?