კომპანია Mitsubishi Electric-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი OLED-დისპლეი წარმოადგინა. იაპონური კომპანიის პროდუქტის დიაგონალი 100 დიუმზე მეტია (2,5 მ).
ეკრანი Diamond Vision OLED მოდულებითაა წარმოდგენილი და ცალკეული ბლოკებისგან შედგება, რომელთა სიგანე 38,4 სმ, სიმაღლე კი 10 სმ-ია. მოდულის გაფართოება 128X128 პიქსელს შეადგენს და 8 კგ-ს იწონის. ამრიგად, ჰორიზონტალურად 6 მოდულის, ხოლო ვერტიკალურად 4 მოდულის განთავსების შემთხვევაში, ეკრანის დიაგონალი 108 დიუმს აღწევს, ხოლო მისი გაფართოება 768X512 პიქსელი იქნება.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დისპლეი Diamond Vision OLED-ის განთავსება დაწესებულებებშია მიზანშეწონილი. მწარმოებელთა ცნობით, ეკრანსა და მაყურებელს შორის ოპტიმალური დაშორება 2 მეტრს შეადგენს.
სავარაუდოდ, ამ ეკრანის გამოყენება აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში შეიძლება, სარეკლამო დისპლეების რანგში. ეკრანი გაყიდვაში 21 სექტემბერს გამოჩნდება, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.
მომზადებულია devicegadget.ru-ს მიხედვით.