ევროკავშირის ლიდერები ონლაინ სამიტზე შეიკრიბნენ. როგორც „როიტერი“ წერს, ისინი კორონავირუსის პანდემიიდან გამოსავლის ერთობლივ გზებზე მსჯელობენ.
დღის წესრიგის მთავარი თემაა ვაქცინაციის დაჩქარება. ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები ასევე ისაუბრებენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩაერთვება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ე.წ ვაქცინის პასპორტების საკითხს, რათა შეეცადონ ხელი შეუწყონ მოგზაურობას და აღადგინონ ტურიზმის სექტორი. დღის წესრიგში ასევე დგას ევროკავშირის ურთიერთობები თურქეთთან და რუსეთთან.