კომპანია "ფორდმა" 15 სექტემბერს "ფოკუსის" ჰეჩბეკის ახალი მოდიფიკაციის პირველი ოფიციალური სურათები წარმოადგინა, რომელმაც ტრადიციული სახელწოდება ST მიიღო. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტოშოუზე გაიმართება, ხოლო მსოფლიოს ბაზრებზე მისი გასაყიდად გამოტანა 2012 წლისთვის იგეგმება.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი ავტომობილი EcoBoost-ის ორლიტრიანი, 250 ცხ/ძალიანი ძრავათი იქნება წარმოდგენილი და 100 კმ/სთ სიჩქარეს 6 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. ახალი "ფორდ ფიკუსის" ტექნიკურ დეტალებსა და დინამიკურ მახასიათებლებზე სხვა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
ამასთან, ამერიკული ავტომწარმოებელი "ფოკუსის" კიდევ ერთ, ყველაზე მძლავრ და სწრაფ ვერსია RS-ზე მუშაობს. ცნობილია, რომ მასაც EcoBoost-ის, ST-სთან შედარებით გაძლიერებული ძრავა ექნება, რომლის სიმძლავრე 300 ცხ/ძ-ს შეადგენს.
პარიზის ავტოშოუზე "ფორდი" "ფოკუსის" გარდა განახლებულ "მონდეოს" და კომპაქტვენ С-Max-ს წარმოადგენს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.