ავტორი:

"აცრის წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი" - რას წერს გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრის გართულებასა და ფილერებს შორის არსებულ კავშირზე?

"აცრის წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი" - რას წერს გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრის გართულებასა და ფილერებს შორის არსებულ კავშირზე?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი და ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრას და დერმალური ფილერების გართულებს შორის არსებული კავშირის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

კოვიდ 19-ს აცრას და დერმალური ფილერების გართულებს შორის არსებული კავშირის შესახებ.

"FDA მონაცემებით, კოვიდ-19-ის აცრას და ფილერების გართულებებს შორის კავშირი პირველად იქნა აღწერილი 2020 წლის დეკემბერში, Moderna COVID-19 გამოცდის პერიოდში. გამოვლინდა 3 შემთხვევა, როდესაც სახის სხვადასხვა მიდამოში, ჰიალურონის მჟავის ფილერის შეყვანის ადგილზე განვითარდა შეშუპება. სამივე შემთხვევაში შეშუპებამ გაიარა რამდენიმე დღეში, დამატებითი მკურნალობის შემდეგ. სადღეისოდ, მიხედავად იმისა, რომ უკვე მილიონობით აცრაა ჩატარებული, ფილერების გართულებების შემთხვევები უაღრესად იშვიათია.

გართულება ძირითადად გამოიხატება შეშუპების განვითარებით ფილერის შეყვანის ადგილზე, აცრიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სპეციალური მკურნალობის გარეშე გადის. ცალკეულ შემთხვევაში საჭიროებს დამატებით მედიკამენტოზურ მკურნალობას.

განსაკუთრებით ხშირია გართულება ფილერის შეყვანიდან 1, 1-5 წლის განმავლობაში. მსგავსი გართულებები არ არის იშვიათი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგაც. სადღეისოდ არსებული მონაცემებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დერმალური ფილერების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ითვლება კოვიდ-19 ვაქცინაციის ჩატარების წინააღმდეგჩვენებად და არ მოაზრება ვაქცინაციის გადადების მიზეზად.

კოვიდ-19 დაავადების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული ფილერის გართულების განვითარების რისკი. ამერიკის ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის და სხვა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების თანახმად, სასურველია თავი შეიკავოთ დერმალური ფილერის გამოყენებისგან კოვიდ-19 აცრის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, ასევე, აცრის დოზებს შორის შუალედში.

ანალოგიურად, სადღეისოდ არ არსებობს მიზეზი, დერმალური ფილერები არ გამოიყენონ უკვე ვაქცინირებულმა პაციენტებმა, მით უფრო, რომ ვაქცინაციის შემდეგ ჩატარებული ფილერის შეყვანის პროცედურების შემდეგ, ჯერჯერობით გართულების არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი. აცრის გაკეთების წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი, ფილერის გამოყენების ეპიზოდის შესახებ, განსაკუთრებით, თუ ადრე ფილერის შეყვანაზე გქონდათ გამოხატული შეშუპებები ან სხვა ალერგიული რეაქცია. ბოტულინის ტოქსინზე, ჯერჯერობით გართულება არ არის აღწერილი.

ჯანმრთელობას გისურვებთ".

"45 641 შემთხვევა გვქონდა გუშინ! აქაც "კარგად" იმუშავეს ხალხის დასაპანიკებლად, როგორც ჩვენთან იმ ვაი-ექსპერტმა!" - რას წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

"82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს "ასტრაზენეკას" ვაქცინას" - თეონა ჩარკვიანი კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს