ავტორი:

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ფარცვანიამ გადადგომასთან დაკავშირებით პოსტი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და მოქალაქეებს "დროებით" დაემშვიდობა.

"მეგობრებო, დღეს მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობისთვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა ქვეყანაში თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მემუშავა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლების სფეროს წინსვლისა და პროგრესისასთვის. გასული წლის მანძილზე პანდემიის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შეუფერხებლად განხორციელება შევძელით. მხოლოდ 2020 წელს, 10,000-ზე მეტი ბავშვი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა სასწავლო წელს, 2000-ზე მეტი სტუდენტს აქვს შესაძლებლობა პროფესიული უნარჩვევების შეისწავლოს და განავითაროს ახალ სასწავლებლებში.ამ დროის მანძილზე პირადად ვნახე და დავრწმუნდი, როგორი თაობა გვეზრდება - ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავისუფლების, შრომის ფასი, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, ფიქრობენ და ღელავენ მის მოავალზე. წლების შემდგომ ამ თაობამ უნდა გადაიბაროს და განაგრძოს ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე სათანადო გარემოს შექმნით და განათლების სფეროს ხელშეწყობის და რეფორმირების გაგრძელებით.

სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ამ დარგის გულშემატკივრად, რადგან განათლება ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა ბატონო გიორგი რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ - რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს. ასევე დიდ მადლობას ვუხდი განათლების და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, მადლობა და წარმატებები! მე დროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე!" - წერს ფარცვანია.

როგორ ეხმაურება "დინამო არენაზე" გამართულ დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ლევან კობიაშვილი და ვის უხდის მადლობას

"გამოჩნდა, რომ თამაში შეგვიძლია... ლუზერის მენტალიტეტი უნდა მოვიცილოთ..." - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელებზე და როგორ ეხმაურება მატჩს ესპანური მედია

"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე