ავტორი:

სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა

სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა

სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა განუცხადა, დაინფიცირებულია ორი სასულიერო პირი და ერთი მედავითნე.

მისივე ინფორმაციით, ტაძარი სადეზინფექციო სამუშაოების გამო დროებით დაკეტილია.

„ორი სასულიერო პირია წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან და ერთი მედავითნე. ტაძარი ამჟამად დაკეტილია, შაბათს საღამოს ლოცვისთვის გაიხსნება. ტაძარში ჩატარდა დეზინფექციის სამუშაოები, ამიტომ ორი დღით ჩაკეტილია. ინფიცირებულები თვითიზოლაციაში არიან და თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა.

ახმეტაში, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 მოზარდია

გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

პეკინზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა - ადგილზე 6 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა