ავტორი:

ახმეტაში, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 მოზარდია

ახმეტაში, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 მოზარდია

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

შემთხვევა ცოტახნის წინ, სოფელ კოღოთოში, ცენტრალურ გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, მანქანაში მყოფმა 4-მა მოზარდმა და მძღოლმა.

ისინი თელავის საავადმყოფოში მოათავსეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

პეკინზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა - ადგილზე 6 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა

სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა