ავტორი:

"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი თითქოსდა ვანდალური ფაქტის შესახებ.

"როგორც სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდი იუწყებოდა: "მარტვილის მონასტრის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა. ფრესკის დაზიანების მიზეზი უცნობია“.

ჭყონდიდის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ზემოაღნიშნულ სამრეკლოში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება.

როგორც ირკვევა, ამ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მცირე ტრაპეზის მოწყობა და დაიწყო კედლების მოხატვაც, თუმცა მოგვიანებით სამუშაოები შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამრეკლოს ეს სართული სარდაფის ტიპისაა, დროთა განმავლობაში ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ვანდალიზმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილზე გაცნობა, რომლის თაობაზეც დეტალურ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"აუცილებლად უნდა შემოვკრათ "განგაშის ზარებს", რადგან უცბათ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში" - გამყრელიძე

კახა კალაძე  ებრაელ თანამოქალაქეებსა და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."