ავტორი:

"დროა სააკაშვილი და ივანიშვილი წავიდნენ... ბარაკ ობამა წავიდა, ჯორჯ ბუში წავიდა, ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია" - იან კელი

"დროა სააკაშვილი და ივანიშვილი წავიდნენ... ბარაკ ობამა წავიდა, ჯორჯ ბუში წავიდა, ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია" - იან კელი

"დროა სააკაშვილი და ივანიშვილი წავიდნენ ქართული პოლიტიკიდან" - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ორივე დიდი ფიგურები არიან, რომლებც დაკავშირებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ არ აქვთ ანგარიშვალდებულება ამომრჩევლებთან.

როგორც ყოფილი ელჩი ამბობს, ეს ჯანსაღი სიტუაცია არ არის.

"არაბუნებრივი სიტუაციაა შექმნილი, როდესაც ორი ფიგურა არსებობს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან, მაგრამ ანგარიშვალდებული არ არის ამომრჩევლებთან, ხმის მიმცემებთან. არ ვფიქრობ, რომ ეს მაინდამაინც ჯანსაღი სიტუაციაა, როდესაც მათ პასუხისმგებლობა არ მოეთხოვებათ არჩევნებში ქცევისთვის და მათი პოლიტიკისთვის. ეს ერთი საკითხია.

მეორე საკითხი გახლავთ, რომ დემოკრატიულ სისტემებში ახალი ლიდერები ყოველთვის ჩნდებიან. ეს მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერ დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოსთვის. ამ ახალ ხმებს წახალისება და მხარდაჭერა ესაჭიროება.

ასეთი გრძნობა არ უნდა არსებობდეს, რომ ესენი უნდა იყვნენ რუპორები. დრო არის, რომ ისეთი ძალიან დიდი მოცულობის ფიგურების, როგორებიც არიან ივანიშვილი და სააკაშვილი, საქართველოს დემოკარტიული განვითარებისთვის გადადგნენ და წავიდნენ. ბარაკ ობამა წავიდა, ჯორჯ ბუში წავიდა, ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია დემოკრატიისთვის", – განაცხადა იან კელიმ.

"საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება" - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას მიმართავს

გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობას, "აი იას" აფუძნებს  - "მე მგონი, ქვეყანა იმ დღეშია, რომ თავზე ზემოთ უნდა ავხტეთ"

"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"