ავტორი:

ანა დოლიძე პარტიას "ხალხისთვის" აფუძნებს

ანა დოლიძე პარტიას "ხალხისთვის" აფუძნებს

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე პარტიას "ხალხისთვის" აფუძნებს. ამ ეტაპზე პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ახალი პოლიტიკური პარტია მთავარს - სახალხო ინტერესს, მოემსახურება.

"როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩვენც შეწუხებული ვართ, იმ პოლიტიკური ჩიხით, რაც შექმნილია ჩვენს პოლიტიკაში. ამ პირობებში ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამო, რაც არის მოსახლეობის 18% იმ კონკრეტულ ოლქში, ჩვენ გადავწყვიტეთ, პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მთავარს - სახალხო ინტერესს მოემსახურება. ამიტომ მარტივად "ხალხისთვის" ერქმევა. დღეს ჩვენ პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერებს ვაგროვებთ, რადგან კანონმდებლობა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ისე როგორც სხვა პარტია, კაბინეტში და თავის შემოგარენში, ჩვენ გავდივართ ხალხში!", - განაცხადა დოლიძემ.

"სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - საქართველოსთვის“ - რას წერს გიორგი გახარია ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ

შემოსავალი ძველი კონცერტებიდან და წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?

"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე