ავტორი:

როგორ ეხმაურება "დინამო არენაზე" გამართულ დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ლევან კობიაშვილი და ვის უხდის მადლობას

როგორ ეხმაურება "დინამო არენაზე" გამართულ დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ლევან კობიაშვილი და ვის უხდის მადლობას

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი "დინამო არენაზე" გამართულ დღევანდელ მატჩს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და გულშემატკივრებს მადლობას უხდის:

"მე მჯერა ჩვენი გუნდის წარმატების! გუნდის, რომელიც მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადის და ბოლომდე იხარჯება! წინ კიდევ ერთი მატჩი გველის საბერძნეთის წინააღმდეგ და მინდა, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო! წარმატებები ბიჭებს!

დიდი მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ გულშემატკივარს. ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და თამაშის ბოლო წუთამდე უგულშემატკივრა საკუთარ გუნდს.

დღეს დინამო არენაზე განსაკუთრებით იგრძნობოდა თქვენი მხარდაჭერა!" - წერს ლევან კობიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ესპანეთთან დამარცხდა. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 1:2 დასრულდა.

თამაშის პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა კვარაცხელიამ გაიტანა. შემდეგ ესპანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მატჩის ბოლო წუთებზე კი მასპინძლების კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.

მატჩს გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ.

"ხალხი მისტვენდა...მაგინებდა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს" - შოთა არველაძე საბერძნეთთან მატჩის მტკივნეულ მომენტს იხსენებს

"ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა... ნუ მომიკლავთ მამას" - რას წერს გოგი წულაიას შვილი "ფეისბუქზე"?

"ხელისუფლება, რომელმაც ამხილა “მკვლელობის დამკვეთი”, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ ხელისუფლების დაქირავებულ “ქილერთან" -  გია ხუხაშვილი