ავტორი:

რატომ გაიზარდა საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა და როგორ შეიძლება ამ სფეროში წარმატების მიღწევა

რატომ გაიზარდა საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა და როგორ შეიძლება ამ სფეროში წარმატების მიღწევა

ერთი წლის განმავლობაში საბავშვო ლიტერატურაზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი პანდემიის პირველი ტალღის დროს გამოცხადებული თვითიზოლაციაა, როდესაც მშობლები მიხვდნენ, რომ სახლში დარჩენილი ბავშვები ისეთი საშუალებებით უნდა გაერთოთ, რომლებიც ამავდროულად მათს ინტელექტუალურ განვითარებასაც შეუწყობდა ხელს.

როგორც გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი უგო სეტცერი აღნიშნავს, თვითიზოლაციას მთელ მსოფლიოში კითხვის ბუმი მოჰყვა: „წიგნი და კითხვა არამხოლოდ ოთხი კედლისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა, არამედ იმის გააზრების იდეალური გზაც, თუ როგორ ვძლიოთ პრობლემებს, რათა მომავალში ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს,“ - აღნიშნავს უგო სეტცერი.

ზოგადად წიგნებზე და კერძოდ, საბავშვო ლიტერატურაზე, მოთხოვნა გაიზარდა საქართველოშიც. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში სკოლები დაიხურა, მოსწავლეები დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ. ამას დაერთო ფსიქოლოგიური პრობლები, რომლებიც მეგობრებთან და მასწავლებლებთან პირდაპირი კომუნიკანიის არქონით იყო გამოწვეული. ამ პრობლემასთან გამკლავება მშობლების ნაწილმა სწორედ საბავშო ლიტერატურის დახმარებით სცადა. თუმცა ქართული საბავშვო ლიტერატურა ამოუწურავი ნამდვილად არ არის და მუდმივად საჭიროებს ახალი ავტორებით, ახალი ნაწარმოებებით გამდიდრებას.

იმისათვის, რომ პატარები მათთვის შექმნილ ახალ საბავშვო ლიტერატურას გაეცნონ, გამომცემლობა „პალიტრა L“ ახალ ლიტერატურულ კონკურსს იწყებს - „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“. კონკურსი მიზანი ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების წახალისებაა.

როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი გვანცა ასათიანი აღნიშნავს, ლიტერატურული კონკურსი ნიჭიერ მწერლებს აღმოაჩენს და მათს შემოქმედებას პატარა მკითხველებს გააცნობს:

„გამომცემლობა „პალიტრა L“ 2017 წლიდან ატარებს კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“. ამ დროის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი ავტორი და საინტერესო ნაწარმოები გამოიცა. გამარჯვებულთა წიგნები დღემდე ბესტსელერები არიან. იმისათვის, რომ წავახალისოთ ჩვენი მწერლები, შექმნან საბავშვო ლიტერატურა, წელს პირველად დავაანონსეთ „საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ კონკურსი. ჩვენი გამომცემლობა ამგვარად ზრუნავს თანამედროვე ქართულენოვანი საბავშვო ლიტერატურის გაძლიერებაზე. გვსურს, ბავშვებს ახალი პერსონაჟები გავაცნოთ, რომლებიც ისეთივე საყვარლები გახდებიან მათთვის, როგორიც არის პეპი, კარლსონი და სხვა,“ - აღნიშნავს გვანცა ასათიანი.

კონკურსში „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ლიტერატურული კონკურსის ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. მიიღება როგორც საბავშვო პროზა, ასევე პოეზია და ინოვაციური პროექტები (იგულისხმება ნებისმიერი პროექტი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს განვითარებასა და სწავლაში. მაგ.: სამაგიდო თამაშები, შემეცნებითი ბარათები და ა.შ.) სამი ასაკობრივი კატეგორიისთვის: 0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.

პირველ ეტაპზე აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და თქვენი საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერის გაგზავნა. კონკურსის წესები და პირობები დაწვრილებით იხილეთ აქ.

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ არის უნიკალური შანსი მათთვის, ვინც ჯერ არ გამოჩენილა ან პირველ ნაბიჯებს დგამს სამწერლობო ასპარეზზე.

  • როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

ნაწარმოებებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები გაეცნობიან და 15 მაისს 20 კონკურსანტს გამოავლენენ, რომლებსაც საშუალება ექნებათ 15 ივნისამდე თავიანთ პროექტებზე იმუშაონ.

15 ივლისს ასაკობრივი კატეგორიებისა (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) და მიმართულების (პოეზია, პროზა, ინოვაციური პროექტი) მიხედვით 6 გამარჯვებული გამოვლინდება.

შეგახსენებთ, განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 15 აპრილამდე გაგრძელდება.

გაიარე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ ვან გოგის შემოქმედებას

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომრის მთავარი თემები

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად