ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში ბოდიში მოახდევინეს გოგონას, რომელმაც თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველოა" - "ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში ბოდიში მოახდევინეს გოგონას, რომელმაც თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველოა" - "ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ"

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok- ში ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს ამოწმებს, რომელშიც ახალგაზრდა გოგონა ალიონა ტანია აცხადებს: "აფხაზეთი საქართველოა" - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ეხოკავკაზა" დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს“ პრესსამსახურის განცხადებით, "უწყებაში" "აღშფოთებული მოქალაქეებისგან უამრავი საჩივარი შევიდა", რის შემდეგაც ისინი გოგონასა და მის მშობლებს გაესაუბრნენ.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ალიონა ტანიამ მათ „განმარტებები მისცა". ისინი აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც 19 წლის გოგონა ბოდიშს იხდის.

"მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ "აფხაზეთი საქართველოა". მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ," - აცხადებს გოგონა.

ვიდეო, სადაც გოგონა აცხადებს, რომ "აფხაზეთი საქართველოა" მისი TitTok-ის ანგარიშიდან უკვე წაშლილია.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპუტნიკ V შეაქვთ - როგორ ხვდება მოსახლეობა რუსულ ვაქცინას: "საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?!"

"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში

რას ამბობს ოკუპირებული აფხაზეთი ენგურში დაღუპულ მოქალაქეებზე