ავტორი:

"პირველადი მოკვლევით, მომხდარი აცრას არ უკავშირდება" - რამ გამოიწვია "მედკაპიტალის" ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციიდან 2 კვირაში?

"პირველადი მოკვლევით, მომხდარი აცრას არ უკავშირდება" - რამ გამოიწვია "მედკაპიტალის" ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციიდან 2 კვირაში?

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა “მედკაპიტალის“ ექიმი, რომელმაც ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა “მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, პირველადი მოკვლევით, მომხდარი აცრას არ უკავშირდება.

"რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

"მედკაპიტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

" რუსთავი 2"-ისვე ინფორმაციით, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა - რა გართულებებზე საუბრობენ ექიმები

პოლიციელების მიერ სასულიერო პირებისათვის სასაფლაოზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მესტიაში სამაშველო ოპერაციის დროს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - "უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი და დახმარებას ითხოვდა"