ავტორი:

"ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან" - ეკატერინე ტიკარაძე

"ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან" - ეკატერინე ტიკარაძე

დანაკარგია ვაქცინის 3%-მდე, რაც არის 181 დოზა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ფიქრობენ, რომ ე.წ. დანაკარგი დოზებით პოლიციის და ჯარის წარმომადგელები აცრან, რომლებიც „სათადარიგო სიაში“ იქნებიან.

„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს პოლიციის და ჯარის ჩართულობა პროცესში და სათადარიგო სიების შექმნა. ეს არის ის საკითხი, რომლებზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

სტალინის დროს აშენებული სამხედრო სანატორიუმი შოვში, სადაც საბჭოთა ჯარის მაღალჩინოსნები ისვენებდნენ - ულამაზესი შენობის ისტორია

IRI-ის გამოკითხულთა 20% ვაქცინას მაშინვე გაიკეთებს, როცა მისთვის ხელმისაწვდომი იქნება - რამდენი პროცენტი ამბობს უარს ვაქცინაციაზე

ისაუბრა თუ არა პატრიარქმა ქადაგებისას "კომენდანტის საათისა" და შეზღუდვების გაუქმების შესახებ - რას აცხადებენ საპატრიარქოში