ავტორი:

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა.

შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მაჭავარიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ განმარტა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

"მოვუწოდებ საელჩოებს, დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე... სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ" - ვასაძე მთავრობას მიმართავს

პაპუაშვილის თქმით, "ჩინოსანში", რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე