ავტორი:

"ცხოვრებაში არ მინახავს პოზნერი, აეროპორტში მე და ჩემი მეუღლე სხვა ადამიანებს ვაცილებდით" - რას ამბობს ბასა ფოცხიშვილი გავრცელებულ კადრებზე?

"ცხოვრებაში არ მინახავს პოზნერი, აეროპორტში მე და ჩემი მეუღლე სხვა ადამიანებს ვაცილებდით" - რას ამბობს ბასა ფოცხიშვილი გავრცელებულ კადრებზე?

31 მარტს საქართველოს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 30 სტუმართან ერთად ესტუმრა, რომელმაც გადაწყვიტა პანდემიის პერიოდში 87 წლის იუბილე თბილისში აღენიშნა. აღნიშნულ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება მოჰყვა.

პოზნერი თავდაპირველად, რუს შოუმენებთან ერთად სასტუმრო "ვინოტელს" სტუმრობდა, ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. თუმცა სასტუმროს დატოვება პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ადგილზე მიმდინარე აქციას პოლიტიკოსები შეურთდნენ და საბოლოოდ, რუს ჟურნალისტს იუბილე ჩაუშალეს. ვლადიმერ პოზნერმა დღეს გამთენიისას ჩარტერული რეისით დაგეგმილზე ადრე დატოვა საქართველო.

"მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აეროპორტში ბასა ფოცხიშვილი მეუღლე, კოკო კაპანაძესთან ერთად მივიდა. აქტივისტებმა კი ჩათვალეს, რომ მათ ჩუმად გადაყავდათ ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად.

AMBEBI.GE დეტალების დასაზუსტებლად ბასა ფოცხიშვილს დაუკავშირდა. მან აღნიშნული ინფორმაცია უარყო და გვითხრა, რომ პოზნერი ბოლოს ბავშვობაში ნახა, ისიც ტელევიზორში.

ბასა ფოცხიშვილი:

- ჩემს ცხოვრებაში თვალით არ მინახავს ვლადიმერ პოზნერი. ბავშობაში მყავს ტელევიზიით ნანახი და ისიც ბუნდოვნად მახსოვს. აეროპორტში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, აბსოლუტურად სხვა ადამიანებს ვაცილებდით. არანაირი შეხება არ გვქონია გუშინდელ წვეულებასთან, ორი ჩვენი ახლობელი ადამიანი გავაცილეთ.

სამებაში გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში