ავტორი:

"მრცხვენია იმის გამო, რაც წუხელ თბილისში მოხდა..." - თინა კანდელაკი პოზნერის სკანდალურ ვიზიტს ეხმაურება

"მრცხვენია იმის გამო, რაც წუხელ თბილისში მოხდა..." - თინა კანდელაკი პოზნერის სკანდალურ ვიზიტს ეხმაურება

რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის სკანდალურ ვიზიტს ეხმაურება.

"მრცხვენია იმის გამო, რაც წუხელ თბილისში იმ სასტუმროსთან ხდებოდა, სადაც ვლადიმერ ვლადიმერის ძე პოზნერი იმყოფებოდა. ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით და ეჭვის შეტანა ბევრ რამეში შეგვეძლო, მაგრამ არა იმაში, რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ვართ. ეს ბავშვობიდან ჩვენი აღზრდისა და მსოფლმხედველობის ნაწილია. და აი, იმასაც მოვესწარი, რომ სამარცხვინო დამოკიდებულებას ავლენენ ადამიანის მიმართ, რომელსაც მთელი გულით უყვარს საქართველო", - წერს კანდელაკი Telegram-ზე.

კანდელაკის თქმით, პოზნერს ძალიან უყვარს ქართველები.

"სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ვახშამზე ვლადიმერ ვლადიმერის ძე მირანდა მირიანაშვილის, ვასილ წერეთელისა და ჩემს გვერდით იჯდა და ბედნიერი იყო, რომ ცოცხალი ქართული საუბარი ესმოდა. პოზნერმა საქართველოზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებმაც უეცრად, სასტუმროს ფანჯრებთან მის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს...

ჩემი კითხვის - ეს როგორ დაუშვით, საპასუხოდ, აი, რას მწერენ მეგობრები ჩემი სამეზობლოდან. "სააკაშვილის 50 განდონი"... ", - წერს კანდელაკი.

რუსული გამოცემა vz.ru წერს, რომ პოზნერს კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის საქართველოში 600-დოლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა... მიხარია, რომ მოასწარი მარიკოს შეყვარება" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

"დავუთმობ, გავუზიარებ ჩემს ბინას რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს" - ლექტორი ახალ კამპანიას იწყებს

კახა კალაძე "სინოფარმით" აიცრა - "უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა"