ავტორი:

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს

ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს. მეუფემ მონაზვნები მთელი ღამის განმავლობაში ღია ცის ქვეშ დატოვა.

მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.

"მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო (გამყრელიძე) გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში," - აღნიშნულია ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

როგორც "ფეისბუქ-გვერდი" "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" იუწყება, დედა სოსანა მარტვილში თბილისიდან ღამით დაბრუნდა, მონასტერში მისვლის შემდეგ კი მას კარი ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიიდან ჩაყვანილმა მონაზვნებმა არ გაუღეს და განუმარტეს, რომ მონასტერში მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით არ უშვებენ.

"დედა სოსანა კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კართან, თავსხმა წვიმაში იდგა და დახმარებას ითხოვდა. მონაზონი აცხადებს, რომ ეს მონასტერი მისი და იქ მსახური დედების ხელითაა აშენებული და აქედან წასვლას არ აპირებს", - აღნიშნულია "ფეისბუქ-გვერდზე".

ფოტოები: "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი"

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა

"ჟურნალისტს, ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების საშუალება არ ეძლევა" - არასამთავრობოები ვახო სანაიაზე

"არ მაქვს განწყობა, ვინმე დავსაჯო" - მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა