ავტორი:

ბოლო 1 კვირაში, ქვეყანაში ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა - რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლაზე?

ბოლო 1 კვირაში, ქვეყანაში ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა - რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლაზე?

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასია. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი.

"რაც შეეხება რისკჯგუფში მყოფი მასწავლებლების რაოდენობას, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება. როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკატერინე დგებუაძე ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ტესტირება.

„სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს და სასწავლო პროცესი კვლავ უსაფრთხოდ წარიმართოს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ სამინისტრო სკოლებს ხელს შეუწყობს საჭირო რესურსით აღჭურვაში, შემთხვევით შერჩევის პრინციპით სამინისტროს პირველი პირები და რესურსცენტრები სკოლებში კვლავ სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებენ. ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა ტესტირება. ფაქტს, რომ სკოლებში ვირუსთან საბრძოლველად ჰიგიენა მაღალ დონეზეა დაცული, სამინისტროს მიერ მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხული სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის თანახმად, სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც საგანგაშოა“, - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ პოზიტიური შედეგების შესანარჩუნებლად, პროტოკოლის მუდმივი შეხსენება და მაქსიმალური ყურადღება აუცილებელია.

როდის გაწერენ კახა კალაძეს კლინიკიდან - თბილისის მერის მდგომარეობაზე ექიმი კომენტარს აკეთებს

ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს

მამა ანდრია სარია განკვეთას ექვემდებარება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს - მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისია