ავტორი:

"თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო" - მეგრელიშვილი

"თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო" - მეგრელიშვილი

ბატონი თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე ულტიმატუმებით იყო მისული.

"იქ ხომ იყო გადაბრალების თამაში, ანუ ვის დაბრალდებოდა. ყველა პოლიტიკოსის თავში ეს ტრიალებდა, აქედან რომ გავალთ და იკითხავენ, ვინ არის ამაში დამნაშავე, რა უნდა ეპასუხათ.

ჩემი აზრით, ამ ყველაფერში დამნაშავე ორივე მხარე იყო, რადგან ორივე მხარეს შეეძლო სურვილის შემთხვევაში, შეთანხმება შემდგარიყო. ორივე მხარე იყო ულტიმატუმით მოსული. არც ერთ საკითხთან მიმართებაში ოპოზიციას არასდროს ჰქონია კომპრომისი, გარდა პლებისციტს რომ ეძახდნენ. მეტი კომპრომისი არ ყოფილა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ბათუმში სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

"სირცხვილიას" აქცია - მსვლელობა ბათუმში - სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"