ავტორი:

არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა

არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა

არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფერნანდესმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

62 წლის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს.

"ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ" - წერს ფერნანდესი.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აიცრა.

სოციალური დისტანცია და მხოლოდ 30 ადამიანი სამლოცველოში - პრინც ფილიპეს დაკრძალვა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა

"ნავალნის შესაძლოა თირკმლის უკმარისობა დაემართოს, ეს გამოიწვევს მწვავე პათოლოგიას და შეიძლება გულის გაჩერება მოხდეს" - ექიმთა ალიანსის პროფკავშირი

რუსული მედიის ინფორმაციით, "ეფესბემ" უკრაინის კონსული დააკავა