ავტორი:

რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს - დაპირისპირების დეტალები

რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს - დაპირისპირების დეტალები

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მაჩაბლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი რუსთავის საკრებულოს დეპუტატია, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ეზოში მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა."ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქმე ეხებოდა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შეკრებას, რა დროსაც მეზობლებს შორის უთანხმოება მოხდა. მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით არის დაჭრილი.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ძმების მკვლელობისთვის დაკავებულის სახლის გადაწვა სცადეს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - "მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა"