ავტორი:

"ქართველის გარეშე "რუბინი" არაფერია" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კლუბ "რუბინის" "ფეისბუქ" გვერდზე

"ქართველის გარეშე "რუბინი" არაფერია" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კლუბ "რუბინის" "ფეისბუქ" გვერდზე

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც სპეციალისტები წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და გამორჩეულად ნიჭიერ ფეხბურთელად თვლიან, რუსულ კლუბ "რუბინში" თამაშობს.

სანაკრებო თამაშების შემდეგ უკვე განახლდა საკლუბო ჩემპიონატებიც. კვარაცხელიამ ამჯერად საკლუბო დონეზე გაიბრწყინა და თავის კლუბს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.

"რუბინი" გუშინ "სოჭს" დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა და მატჩის ერთადერთი გოლიც გაიტანა, შესაბამისად, "რუბინმა" სწორედ მისი გოლის წყალობით მოიგო.

აღნიშნულის შემდეგ კლუბის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას არაერთი პოსტი მიუძღვნეს. "ქართველის გარეშე "რუბინი" არაფერია", - წერენ პოსტში, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის ფოტოები ერთვის თან.

ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონზე მეტი პირის პირადი მონაცემები გაავრცელეს, მათ შორისაა მომხმარებლების მონაცემები საქართველოდან

"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

თბილისში ჩვენ დაგვცინეს და ლუის ენრიკე სევილიაში ლიფტში გაიჭედა - როგორ გაგრძელდა "დინამო არენაზე" შუქის ჩაქრობის ამბავი