ავტორი:

"წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ" - თამარ გაბუნია

"წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ" - თამარ გაბუნია

"წესები თუ არ დაირღვევა, ჩვენ ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიურ სურათს ინტენსიურად აკვირდებიან და გადაწყვეტილებებიც ეტაპობრივად გადაიხედება, თუმცა, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვების ამოქმედების აუცილებლობა არ იკვეთება. როგორც გაბუნია განმარტავს, ახლა დაწესებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრებაა საჭირო.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატება თვალსაჩინოა, ასევე, თვალსაჩინოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებლიც იმატებს და უახლოვდება ზღვრულ 2 პროცენტს, რომელიც ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ის ზღვარი, რომლის ზემოთაც შემთხვევების მატების ტენდეცია უკვე არის გარკვეულწილად სანგაშო მაჩვენებელი.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია გამკაცრდეს იმ რეგულაციების აღსრულება, რაც უკვე არის დაწესებული. აქ მოიაზრება პირველ რიგში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, პირბადე, დისტანცირება და ბიზნესგარემოში წესების ზედმიწევნად კარგად დაცვა. ნიღბის გამოყენების მაჩვენებელი ასევე, იყო გარკვეულწილად შემცირებული, თითქმის 40 პროცენტამდე, ბოლო პერიოდის მონაცემები მიუთითებს, რომ ოდნავი გაუმჯობესება აღინიშნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება და შემთხვევების შემდგომი ესკალაცია რომ თავიდან ავიცილოთ, ინდივიდუალურ დონეზე, პირბადის გამოყენებას აქვს უპირველესი მნიშვნელობა. ასევე, ბოლო პერიოდში, გასული კვირიდან, იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც განსაკუთრებით მოიმატა შემთხვევებმა, იყო ეს გურიის რეგიონში, შიდა ქართლში, იმერეთის ზოგიერთ სოფელში, დაიწყო გაფართოებული, აქტიური ტესტირება ადგილებზე და ეს არის ასევე, ჩვენთვის მთავარი მექანიზმი. რაც შეეხება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, მაგრამ ჯერჯერობით ის შეზღუდვები, რომელიც ძალაშია, საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია, მთავარია აღსრულება.

დღეს ორმხრივია ეს პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქის, ასევე მაკონტროლებლის დონეზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები არ დაირღვეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი შეზღუდვების და ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

სამებაში გურამ დოჩანაშვილს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში